ტურისტულმა ინტერნეტ-გიდმა Wikitravel-მა აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით ჩასწორება გააკეთა (http://wikitravel.org/en/Abkhazia) და წერს, რომ აფხაზეთი არის სეპარატისტული ქვეყანა კავკასიაში.
"მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც ჩრდილოეთით მდინარე ფსოუთი რუსეთს ესაზღვრება, აღმოსავლეთით საქართველოს, ჩრდილოეთით კი კავკასიონის ქედს", - წერს Wikitravel.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს "ჯი-ეიჩ-ენმა" გამოაქვეყნა Wikitravel-ის ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ, სადაც ტურისტული გიდი აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებდა.
"აფხაზეთი ქვეყანაა კავკასიაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. მას არ აღიარებს საქართველო, თუმცა აფხაზეთი თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს. იგი რამდენიმე ქვეყანამ ცნო. ქვეყანას აღმოსავლეთით შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით რუსეთისგან ფსოუ ყოფს, აღმოსავლეთით საქართველოსგან - ენგურით, ჩრდილოეთით კი კავკასიონი ესაზღვრება. სუბტროპიკული კლიმატი და დათოვლილი მთები, გამოქვაბულები, არქიტექტურა და რელიგიური მემკვიდრეობა აფხაზეთს ტურისტებისთვის საოცარს ხდის", - წერდა Wikitravel-ი.