დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში უკრაინას დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანნს შეინარჩუნებს, დამარცხების შემთხვევაში კი "ჯვაროსნებს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ თეორიული შანსებიღა დარჩება.
ამ დროისთვის საქართველოს 3 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც ერთი გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა. პირველ შეხვედრაში საქართველომ ბელგია 21-ქულიანი სხვაობით 81:69 დაამარცხა. მეორე ტურში "ჯვაროსნები" რუსეთთან დამარცხდნენ ანგარიშით 58:65, მესამე შეხვედრა კი სლოვენიასთან დათმო - 75:87. ამ დროისთვის D ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
1. რუსეთი 3 3 0 217:180 6
2. სლოვენია 3 3 0 222:198 6
3. საქართველო 3 1 2 214:211 4
4. უკრაინა 3 1 2 195:197 4
5. ბულგარეთი 3 1 2 183:199 4
6. ბელგია 3 0 3 182:228 3