დღეს, 4 სექტემბერს, 12:00 საათზე, თელავში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტორბოლა გაიმართება. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრში" აცხადებენ. მათი ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განაცხადა, შეჯიბრის ორგანიზატორები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს საავტომობილო ფედერაცია არიან.
გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და "ვისოლისა" და "სოკარისგან" საჩუქრის სახით დაწესებული საწვავი.