სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში 13 ნოემბერს დანიშნულ ე,წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს ორ კანდიდატურას. კერძოდ, ე.წ. გენერალურ პროკურორს ტაიმურაზ ხუგაევს და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელს ანატოლი ბაბილოვს.
"მე უკვე ვთქვი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას გავახმოვანებ. ერთის შესახებ მე უკვე ვისაუბრეს, ეს არის გენერალური პროკურორი ტაიმურაზ ხუგაევი, დღეს ვასახელებ მეორე კანდიდატურას ეს არის ჩვენს საზოგადოებაში პატივსაცემი ადამიანი საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ანატოლი ბაბილოვი", - განუცხადა ჟურნალისტებს კოკოითმა.
კოკოითმა აღნიშნა, რომ ის თავს არავის ახვევს დასახელებულ კანდიდატურებს, მაგრამ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეს" აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელსაც პატივისცემით ეპყრობა.
"არჩევანს სამხხრეთ ოსეთის ხალხი გააკეთებს უნდა ავღნიშნო, რომ ი,მ ადამიანებს შორის რომლებიც ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საკუთარ ხალხთან ერთად არიან ღირსეული ადამიანები და ჩვენ არ გვჭირდება ვიღაცის ძებნა სხვაგაბ", - აღნიშნა კოკოითმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბაბილოვის კანდიდატურა უკვე შეთანხმებულია რუსეთის ყველა ძალოვან და რეგიონალურ სტრუქტურებთან და ოფიციალური მოსკოვის "დამტკიცებას" ელოდება.
რაც შეეხება ხუგაევს ის კოკოითის ნათესავია. ხუგაევის და ედუარდ კოკოითის ძმის რობერტ კოკოითის მეუღლეა.