საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ლაყბობად" აფასებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მთავრობა ეკლესიას ებრძვის.
"სანამ ვიღაც-ვიღაცეები ლაყბობენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ებრძვის ეკლესიას, ამასობაში, ჩვენ აღვადგინეთ 500-ზე მეტი ტაძარი. ამიტომ ჩვენ ეკლესებიებს ვაშენებთ, ისინი გვლანძღავენ, ჩვენ ახალ ფაქტებს ვაჩენთ, მათ შორის ჩვენი უძველესი წარსულიდან, ისინი კი ყველანაირად ცდილობენ დაამახინჯონ ისტორია და დღევანდელობა" - განაცხადა პრეზიდენტმა გრემში ყოფნისას, სადაც განახლებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, მისთვის სულერთია "ისინი რას ლაპარაკობენ".
შეგახსენებთ, რომ უძველესი ქალაქი გრემი სრულად განახლებულია - რესტავრაციის მასშტაბური პროექტი დასრულდა - აღდგენილია მთავარანგელოზის კომპლექსში შემავალი ყველა არქიტექტურული ძეგლი მთავარანგელოზის ეკლესია, სამეფო რეზიდენცია და მისი სამრეკლო, კომპლექსის გალავანი და უძველესი მარანი.
განახლდა გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი - ქულბაქები, ქარსა გალავანი, აღდგა ნაქალქარის გუმბათჩამოშლილი ეკლესია, კონსერვაცია ჩაუტარდა ახალდააღმოჩენილ აბანოს და პირვანდელი სახე დაუბრუნდა გრემის ტეარიტორიაზე შემავალ - ივერისღვთისმსობლის ეკლესიას, სამრეკლოიანი სამ ეკლესიას და კოშკ-ეკლესიას XV-XVI საუკუნე.
რესტავრირებულია სასახლე კოშკში, მეფეთა დარბაზი, რომლის რეექსპოზიციისთვის საგანგებოდ ახალი ექსპონატები შეიქმნა. განახლებული მუზეუმი კახეთის მეფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობასა და ცხოვრებას ასახავს. წარმოდგენილია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ შესრულებული მეფეთა პორტრეტები, ნეკრესისი მოხატულობიდან შექმნილი მეფე ლევანის სამოსის რეკონსტრუქცია, საომარი აღჭურვილობა, წმ. მიწაზე იერუსალიმსა და ათონის მთაზე კახეთის მეფეთა მოღვაწეობის ამსახველი ინფორმცაიული მასალა, ისტორიული დოკუმენტებისა და ძველი ხელნაწერების მულაჟები - თეიმურაზის თხზულება გრემის სასახლეზე და ქეთევან დედოფლის წამება. ექსოზიციის მთავარ სანახაობს ანიმაციის საშუალებით ქალაქ გრემის რეკონსტრუქციის სლაიდ-შოუ წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში გრემის ნაქალაქარსა და მთავარანგელოზის კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმი აშენდა, სადაც დამთვალიერებელი ქალაქი გრემის ისტორიას დეტალურად გაეცნობა და მეტი შთაბეჭდილებისთვის სპეცილურად მომზადებულ ფილმს იხილავს.
მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგენილია ძეგლთა მისასვლელი გზები, გვირაბი და დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები.