საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველ მოგებულ თამაშზე ქართველ კალათბურთელებს ფულად პრემიებს დაჰპირდა. როგორც ლიტვაში მყოფმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი დაპირება ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ კალათბურთელებს, ბელგიასთან მიპოვებული გამარჯვების შემდეგ შეხვედრისას პირადად მისცა.
"პრეზიდენტი პირადად შეხვდა ჩვენს სპორტსმენებს და დაპირდა, რომ
თითოელი სახის გამარჯვებული თამაშის შემდეგ ექნებათ ფულადი პრემიები, სხვა ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში კი გაორმაგებული პრემიები", - განმარტა ვარძელაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთთან დღეს დაგეგმილი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და "ქართველი ბიჭებისგან მიიღეს პირობა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ".
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე შეხვედრა ლატვიაში, ქალაქ კლაიპედაში, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.