საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. ოთარ გაბელიას ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე („ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა („სპარტაკი");
მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე („ბაია"), ლევან კაკუბავა („დინამო"), სოლომონ კვერკველია, ავთანდილ ბრაჭული (ორივე - „რუბინი", რუსეთი), ლაშა კალანდაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (ორივე - „გაგრა"), ივანე კანდელაკი („სკონტო", ლატვია);
ნახევარმცველები: გივი იოსელიანი, თორნიკე თარხნიშვილი (ორივე - „ტორპედო"), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა კვეკვესკირი („დინამო"), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა", ესტონეთი), ნიკა ძალამიძე („ვიძევი", პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩივეცი", უკრაინა);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ირაკლი შეყილაძე (ორივე - „ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი ქობალია („ბაია").
ესპანელები კი საქართველოში შემდეგი შემადგენლობით ჩამოვიდნენ:
მეკარეები: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), დიეგო ვილარი ("ვილეარეალი"), რობლესი ("ატლეტიკო", მადრიდი),
მცველები: ბარტრა, პლანასი ("ბარსელონა"), ხუგო მალო ("სელტა"), ხორდი მაასი ("ესპანიოლი"), ნაჩო ("რეალი", მადრიდი), ინიგო მარტინესი ("სოსიედადი"),
ნახევარმცველები: კოკე ("ატლეტიკო", მადრიდი), სერხი რობერტო ("ბარსელონა"), ორიოლ რომეუ ("ჩელსი", ინგლისი), რესიო, ისკო (ორივე "მალაგა"), ასიერ ლარამენდი ("სოსიედადი"), სერხიო კანალესი ("ვალენსია"), ხუან ლოპესი ("სარაგოსა").
თავდამსხმელები: იკერ მუნიაინი ("ბილბაო"), ტელო ("ბარსელონა"), როდრიგო ("ბენფიკა", პორტუგალია), ალვარო გარსია ("ესპანიოლი").
ევროპის 2013 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ჯგუფში ერთადერთი თამაში ჩატარდა. საქართველომ სტუმრად ხორვატია დაამარცხა ანგარიშით 1:0.