ხვალ, 1-ელ სექტემბერს, 19:00 საათზე კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ლუდი "ქარვას" ორგანიზებით მატჩის ტრანსლაცია თბილისის ივენთჰოლში მოწყობა.
როგორც ორგანიზატორებმა „ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, პირველ თამაშში ბელგიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა, რაც მოსალოდნელ მატჩს მეტ ინტრიგას სძენს.
ღონისძიებას ივენთჰოლში მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრები და სპორტის ქომაგები დაესწრებიან. ანალოგიურ ჩვენებებს ლუდი "ქარვა" ქუთაისში "ბუნგალოში", ხოლო ბათუმში, რესტორან "პალმებში" გამართავს.
თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმართება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. ასევე, ჩატარდება სპეციალური ვიქტორინა და გათამაშებები, რომლის გამარჯვებულებიც "ქარვას" მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. ლუდი "ქარვისა" და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები კი ყველაზე აქტიურ ქომაგებს დაურიგდებათ.