ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ბელგიას 37:24 ამარაცხებს.
კლაიპედაში მიმდინარე შეხვედრაში საქართველოს მხრიდან ამ დროისთვის სანიკიძე გამოირჩევა. მის ანგარიშზე 9 ქულა და 8 მოხსნაა.
საქართველოს ნაკრების ლიდერ ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე პირველი ტაიმის შემდეგ 6 ქულა და 1 მოხსნაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ბელგიასთვის "გადასწრების" საშუალება არ მიუცია.