რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა და სეპარატისული აფხაზეთის ე. წ. საგადასახადო სამინისტრომ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ოქმი გააფორმეს. ოქმს რუსული მხრიდან ხელი რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურის უფროსმა მიხაილ მოკრეცოვმა, სეპარატისტთა მხრიდან კი გადასახადების მინისტრმა ვახტანგ ფიფიამ.
"ამჟამად დაკავებულნი ვართ საკანონმდებო ბაზის მომზადებით, რათა იურიდული და ფიზიკური პირების რეგისტრაცია "ერთი ფანჯარის" პრინციპით მოხდეს", _ აცხადებს ფიფია.