სეპარატისპული აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან მებრძოლმა განყოფილებამ კრასნოდარის მხარის სამი მცხოვრები დააკავა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკების კონტრაბანდული შეტანით იყვნენ დაკავებულნი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, დაკავებულთა შორი ერთი ქალია _ ნინელი მინასიანი, რომელიც ნარკომანების წრეშის "მაშას" ზედმეტსახელადაა ცნობილი. ქალი მარტო არ მუშაობდა. მასთან ერთად იყო მძღოლი ალექსანდრე ტოტოსიანი და დაცვის ფუნქციის შემსრულებელი ვიქტორ ორლოვი.
დაკავებისას მინასიანს დაახლოებით 1 მილიონი რუსული რუბლის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბოტოტმოქმედები ნარკოტიკებს კრასნოდარში ყიდულობდნენ, შემდეგ ავტომობილით ე. წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გავლით, ავტომობილის სამალავში აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ. იქ ბოროტმოქმედები ნარკოტიკებს სპეციალურ სამალავში მალავდნენ და რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდებოდნენ. სამალავის ადგილი შემკვეთთათვის ტელეფობით ხდებოდა ცნობილი, იმის შემდეგ, რაც თანხა მიმწოდებლის ანგარიშზე ჯდებოდა.