31 აგვისტოს, 17:30 საათზე (თბილისის დროით) თბილისის ივენთჰოლში ნატახტარი ქარვას ორგანიზებით მოეწყობა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის ჩვენება, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ნაკრები ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ღონისძიებას, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი გულშემატკივრები და სპორტის ქომაგები დაესწრებიან. ანალოგიური ჩვენებებს ნატახტარი ქარვა გამართავს ქუთაისსა („ბუნგალო", ჯავახიშვილის ქ. #29) და ბათუმშიც (რესტორანი „პალმები" ძველ ბულვარში).
თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმართება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. ამასთან, ჩატარდება სპეციალური ვიქტორინა და გათამაშებები, რომლის გამარჯვებულებიც ქარვას მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. ნატახტარი ქარვისა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები კი ყველაზე აქტიურ ქომაგებს დაურიგდებათ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ნატახტარი" აქტიურად ცდილობს დაეხმაროს ქართულ სპორტს და ამით ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ამიტომ 2008 წლიდან კომპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და რაგბის კავშირის სპონსორია. 2011 წლიდან კი „ნატახტარი" გახდა კალათბურთის ფედერაციისა და მკლავჭირიდს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი.ამასთან, კომპანია აპირებს განახორციელოს სხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა. სპორტული ფედერაციების სპონსორობის გარდა, „ნატახტარი" მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქომაგობის კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად აწყობს სხვადასხვა საინფორმაციო-საპრომოუშენო აქციას და ეხმარება სხვადასხვა ფანკლუბებს.