დიდუბის პანთეონში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლის, ნატაშა კობახიძის დაკრძალვაზე ოჯახის ახლობლები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქორეოგრაფმა ომარ მხეიძემ აღნიშნა, სასაფლაოზე რობერტ სტურუას არყოფნა გულდასაწყვეტია.
"ნატაშას ბოლო ინტერვიუ რობიკოზე იყო, ის კი აქ არ დამინახავს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ქალბატონი ნატაშა ერს დააკლდა, მან გვერდში ამოდგომა იცოდა. ძალიან ხალისიანი და ენერგიული იყო. ნატაშამ გული დაგვწვიტა არა მარტო ხელოვანებს, არამედ მთელ ერს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატაშა ჩხიკვაძის უკანასკნელი ინტერვიუ რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ იყო. იგი დიდ გულისტკივილსა და აღშფოთებას გამოთქვამდა სტურუას გათავისუფლების გამო.