ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს "არჩევნებში" გამარჯვება მხოლოდ 4 დღის შემდეგ მიულოცა. სააგენტო "რესის" ინფორმაციით, კოკოითი თავის სეპარატისტ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და "არჩევნებში გამარჯვება" მიულოცა.
საუბრისას ოს სეპარატისთა ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთთან თანამშრომლობას ისევე გააგრძლებს, როგორც ეს სერგეი ბაღაფშის დროს.
"აფხაზმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა კოკოითმა.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალების შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა 54,8% "გაიმარჯვა", ხოლო სერგი სამბამ "ამომრჩევლების" ხმების 21,04% და რაულ ხარჯიმბამ - 19,83% მიიღეს.
ანქვაბის "ინაუგურაცია" კი 26 სექტემებერს გაიმართება.