რამდენიმე დღეში აჭარაში შვედეთის ჰოკეის პროფესიონალური კლუბის AIK-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ მელკვისტსი და კლუბის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩავლენ.
შვედეთის ჰოკეის პროფესიონალური კლუბის წევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოიწვია.
ისინი განიხილავენ აჭარაში ახლად შექმნილი ჰოკეის ფედერაციასთან AIK-ის თანამშრომლობას. კლუბში 70 მოზარდია გაწევრიანებული, რომელთა ასაკი 5-დან 15 წლამდეა.
ქართული მხარე თანამშრომლობის პირობებში, ახალგაზრდა ჰოკეისტებს შვედეთში გაწვრთნის. მხარეებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება.