აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სერგეი შამბა პოლიტიკიდან მიდის.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ყოველდღიურ გამოცემა "newizv.ru" ავრცელებს.
სტატიაში, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება, ნათქვამია, რომ სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრემიერმა "არჩევნებში გამარჯვება" ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ანქვაბს უკვე მიულოცა და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის.
"როგორც 2004 წელს ხაჯიმბამ, შამბამ ფსონი რუსულ პოლიტტექნოლოგიაზე დადო, რომლებმაც რეგიონის სპეციფიკა არ იციან და მისი წინამორბედივით წააგო კიდეც", - ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა 54,8% "გაიმარჯვა", ხოლო სერგი შამბამ "ამომრჩევლების" ხმების 21,04% და რაულ ხარჯიმბამ - 19,83% მიიღეს.
ანქვაბის "ინაუგურაცია" კი 26 სექტემბერს გაიმართება.