აფხაზეთის ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაცია 26 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ე.წ. პარალემენტის ვიცე-სპიკერმა ვიაჩესლავ ცუგბამ განაცხადა.
მისი თქმით, "პრეზიდენტი" ფიცს პარლამენტისა და სასამართლოს წინაშე დადებს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა. მასში ე.წ. პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ხმათა თითქმის 55% -ით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.