ნიუ-იორკის შტატში 2.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხვდა. ეპიცენტრი სოფელ ალტამონტთან დაფიქსირდა.
როგორც შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, მიწისძვრის შემდეგ მან გასცა ბრძანება, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის გადახედვა, მათ შორის Blenheim-Gilboa - ჰიდროელექტრიკული სადგურის. ამ დროისთის, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისძვრა სავარაუდოდ ძლიერი ქარიშხალის გამო მოხდა. ქარიშხალი აირინი ამ დროისთვის აღმოსავლეთ სანაპიროს უტევს.
როგორც CNN იუწყება, აირინმა ნიუ-ჯერსში მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ძლიერ ქარიშხალს 6 ადამიანის ემსხვერპლა ნიუ-ჯერსის შტატში.