"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, ქართველებმა აფხაზური საზოგადოების არჩევანი უნდა გავითვალისწინოთ.
ამის შესახებ ალასანიამ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტირებისას განუცხადა.
"ამ ე.წ არჩევნებში ასიათოსობით ქართველს მონაწილეობა არ მიუღია . ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ქართველებმა უნდა გავითვალიწინოთ აფხაზური საზოგადოების არჩევანი და გადავდგათ ნაბიჯები ქართველებისა და აფხაზების შერიგებისკენ," - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულმა აფხაზეთმა ახალი ლიდერი აირჩია. დე ფაქტო ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 55 %-მა დაუჭირა მხარი.