საქართველოს საკალათბურთი ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
იგორ კოკოშკოვის გუნდისა და ლიტვის ნაკრების შეხვედრა ვილნიუსში გაიმართება.
ლიტვის ნაკრები ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტია. საქართველო კი წელს კონტინენტის პირველობაზე დებიუტანტის სტატუსით წარდგება.
საქართველოსა და ლიტვის საკალათბურთო ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ლიტვაში სტარტს 31 აგვისტოს აიღებს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ევრობასკეტზე ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქართველებთან ერთად ბულგარეთის უკრაინისა და რუსეთის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ.