სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ვიცე პრეზიდენტი ალექსნდრე ანქავაბი ლიდერობს. ინტერფაქსის ინფორმაციით, დამკვირებლები და მეთვალყურეები ანქვაბის უპირატესობაზე საუბრობენ.
წინასწარი ინფორმაციით ანქვას ხმები ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა მისცა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა გამოცხადებამ 70% შეადგინა.
როგორც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, "არჩევნებში" მონაწილეობა მიიღო 85 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა.
ბატალ ტაბაღუას თქმით, ამ დროისთვის კომისიაში დაფიქსირებულია ორი საჩივარი ბარაფშისა და შამბას შტაბებიდან და ორივე გალის რაიონის სოფელ ბარღებში ხმის მიცემის პროცესს ეხება.
აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს, 62 წლის ასაკში, მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს არჩევნის გაკეთება სამ "კანდიდატს" - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხარჯიმბას - შორის უწევდათ.