სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა გამოცხადებამ 70% შეადგინა.
როგორც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, "არჩევნებში" მონაწილეობა მიიღო 85 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა.
ბატალ ტაბაღუას თქმით< ამ დროისთვის კომისიაში დაფიქსირებულია ორი საჩივარი ბარაფშისა და შამბას შტაბებიდან და ორივე გალის რაიონის სოფელ ბარღებში ხმის მიცემის პროცესს ეხება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს, 62 წლის ასაკში, მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს არჩევნის გაკეთება სამ "კანდიდატს" - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხარჯიმბას - შორის უწევდათ.