აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. რიგგარეშე არჩევნები "შედგა". სეპარატისტთა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბატალ ტაბაღუას ინფორმაციით, ამ დროისთვის "არჩევნებში" მონაწილეობა ამომრჩეველთა 61,63%-მა მიიღო.
მისი თქმით, "ამომრჩეველთა" ყველაზე მაღალი აქტივობა ტყვარჩელის რაიონში - 88,34% და ყველაზე დაბალი გაგრის რაიონში - 48,41% დაფიქსირდა. 18:00 საათისთვის ე.წ. სარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შესულა.
აფხაზი სეპარატისტების ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობით, "არჩევნები" ჩატარებულად მიიჩნევა, თუ მასში მონაწილეობას რეგისტრირებულ "ამომრჩეველთა" ნახევრზე მეტი მიიღებს.