ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ფილმის გადაღებას სექტემბერში გეგმავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი. ბოლივუდელები გადაღებებს ლიკანშიც გეგმავენ, სადაც 4 დღეს დაჰყოფენ.
"მსახიობები ჩვენთან შეარჩიეს. მთავარ როლში ზურაბ შარია და თამრიკო ჭიჭინაძე დაამტკიცეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბოლივუდელი პროდუსერები სექტემბრის დასაწყისში ერთი ფილმის გადაღების შემდეგ, ოქტომბერში მეორე ფილმის გადაღებასაც გეგმავენ, რაც ძალიან გვახარებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა.
ბოლივუდელებმა საქართველოში ინდური ბლოკბასტერი "billa 2" უნდა გადაიღონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია საქართველოში რამდენჯერმე იყო. მათთან შეხვედრები გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებმა.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრები ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები არიან. მათ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი აქვთ გადაღებული.