რუსეთი არ აპირებს მიმართოს საქართველოს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების აღდგენის მოლაპარაკებებების დაწყების ინიციატივით, - ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისადმი ისეთივეა, როგორიც ბურკინა ფასოს პროდუქციისადმი.
"ის მოცულობა, რომელიც თეორიულად შეუძლია ამ ქვეყანამ რუსეთს მიაწოდოს არის მიზერული და ძალიან მცირე ჩვენი სამომხმარებლო ბაზრისთვის", - განუცხადა ონიშენკომ „ინტერფაქსს".
მისი თქმით, ქართული მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, მათ ვინმემ უნდა მიმართოს, „ეს იმის მანიშნებელია, რომ ვიღაცას ცხოვრების სიურეალისტური აღქმა აქვს".
„აზრადაც არ გვაქვს ასეთი რამ და არც არასოდეს გვექნება. რისთვის მივმართოთ? ეს პროდუქცია ჩვენ არსებითად არაფერში გვჭირდება და ის ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა და დასძინა, რომ „ ეს არის იმის ნიშანი, რომ ისინი აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან - დაწყებული საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებიდან, სფეროების სტრუქტურებით დასრულებული..."
ონიშენკო აცხადებს, რომ როსპოტრებნადზორში შედის მიმართვები ქართული ღვინისა და მინერალური წლის მიწოდების აღდგენის შესახებ. „ამ მიმართვებს ჩვენ ვპასუხობთ: მობრძანდით გეთაყვა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქცია და ივაჭრეთ. თუ ის შესაბამისი იქნება რუსეთის ნაციონალური მოთხოვნებისადმი არავითარი შეფერხება არ იქნება", - აცხადებს ონიშენკო.
მისივე თქმით, ნათელია, რომ რუსული მხარის სურვილი უპასუხოს საქართველოს ხალხისა და ბიზნესის ინტერსებს, „ე.წ. ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს რათა მორიგჯერ ეპოტაჟურ და მყვირალა ფორმებში ხაზი გაუსვას საკუთარ დამოუკიდებლობას, რომელიც 20 წლის განმავლობაში მაინც ვერ მიიღო".