ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ "საქარველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშო ჯგუფების ფარგლებში ოსური მხარისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება".
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე მხოლოდ ერთადერთი საკითხი განიხილება _ "ჯავის რაიონის სოფელ პერევში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლის ვიტალი ხრიპუნის გაუჩინარება.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან აღნიშნული შეხვედრის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია", _ აცხადებს ჩოჩიევი და თარიღს, როდესაც ეს შეხვედრა უნდა შედგეს არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, სამხრედრო მოსამსახურე ვიტალი ხრიპუნმა თავად მიატოვა სამხედრო ნაწილი, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა, ქართველ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები