დღეს. 25 აგვისტოს, თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" ევროპის ლიგის ფლეიოფში განმეორებით შეხვედრებს გამართავენ. "დინამო" ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საბერძნეთის გუნდს, ათენის "აეკის" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:05 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ათენში ჩატარდა და მასში "აეკმა" გაიმარჯვა ანგარიშით 1:0.
"ზესტაფონი" განმეორებით შეხვედრას ბრიუგეში, ადგილობრივ კლუბ "ბრიუგესთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, პირველი შეხვედრაში ფრე, 3:3 დაფიქსირდა.
აღნიშნულ მატჩებში წარმატების შემთხვევაში "დინამო" და "ზესტაფონი" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.