თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 24 აგვისტოს, დაბა სიონში საკურორტო სეზონის დახურვასთან დაკავშირებით, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართება გალა _კონცერტი. A
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დამსვენებელთა და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან ცნობილი ესტრადის შემსრულებლები: ანი სირაძე, თამუნა ამონაშვილი, პაატა თედიაშვილი, ქეთი გომართელი და თაკო მელიქიშვილი. Gგალა -კონცერტის დასაწყისი დაბა სიონში 20.00 საათზეა დაგეგმილი და დამსწრე საზოგადოებას ულამაზესი საღამოს გატარებას ჰპირდება
"წელს დაბა სიონი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა, მოწესრიგდა სიონის ტბის სანაპირო ტერიტორია, ცენტრალურ ქუჩებზე გაკეთდა გარე განათება, მოგვარდა დასუფთავების პრობლემაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით შეძენილი იქნა ორი ნაგვის მანქანა და 100 ცალი ურნა, რომლებიც გადანაწილდა დაბა თიანეთში და დაბა სიონში. დამსვენებელთა მისაღებად მზადყოფნაში იქნა მოყვანილი მოქმედი საოჯახო სასტუმროები, დასუფთავდა სიონში არსებული დასასვენებელი პარკი, სადაც ტურისტების დასასვენებლად ორიოდ წლის წინ რამოდენიმე სახის სპორტული და საბავშვო მოედანი აშენდა. ტურისტული სეზონის გახსნას დაემთხვა ახალი საოჯახო სასტუმროს _ "სიონი გოლდის" გახსნის ცერემონიალიც, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით იქნა აგებული და იქ მისულ სტუმარს დასვენებისთვის საჭირო საუკეთესო პირობები შესთავაზა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს დაბა სიონს ორჯერ მეტი დამსვენებელი ეწვია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დამსვენებელთა და ვიზიტორთა რაოდენობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ როგორც დაბა სიონში, ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე საგრძნობლად გაზარდა", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.