სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა არჩევნებში მეორე ტურს პროგნოზირებს.
"როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება", - განაცხადა მან „ეხო კავკაზთან" საუბარში.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის ე.წ. პრეზიდენტობის დანარჩენ ორ კანდიდატს თავის კოალიციურ მთავრობაში მიიწვევს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოსაა დანიშნული. მასში ხაჯიმბას გარდა კიდევ ორი კანდიდატი - ალექსანდრე ანქვაბი და სერგეი შამბა მონაწილეობენ.