. ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ სოფელ პერევში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ვიტალი ხრიპუნი დააკავა.
მათივე ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, ქართული მხარე მზადაა დაკავებული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს გადასცეს.
"ამ დაპირების მიუხედავად, შემდგომ უკვე ქართულმა მხარემ განგვიცხადა, რომ დაკავებულის გადაცემა გაურკვეველი დროით გადაიდო",_ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ხრიპუნი სოფელ პერევში განლაგებულ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის შემადგებლობაში 20 დეკემბრამდე იმყოფებოდა. "20 დან 21 დეკემბრის ღამეს კი იგი გაქრა".
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული რუსულ სამხედო ბაზაზე არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, ვიტალი ხრიპუნმა თავად გადმოკვეთა ე.წ. საზღვარი, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდას, ქართველ სამართალდანცავებს ჩაბარდა და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.