სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჯიოევის განცახდებით, ოს სეპარატისტებს თანამგზავრის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სულაც არ აღელვებთ. მისი თქმით, ე. წ. სამხრეთ ოსეთს ამაზე მეტად ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერა აღელვებს.
"ჩვენ ის კი არ გვაღელვებს, რომ სამხრეთ ოსეთი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, არამედ უფრო ის გვაშფოთებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს მისი ვერაგული თავდასხმის შეჩერება 2008 წლის აგვისტოში", _ აცხადებს კიოევი.
ჯიოევი ასევე აცხადებს, რომ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე კარგად გამოჩნდება ყველაფერი, თუ რა ხდება ე. წ. სამხრეთ ოსეთში.
"ჩვენთან იმ სკოლების, საავადმყოფოების, ეკლესიების, სახლებისა და გზების აღდგენა მიმდინარეობს, რომლებიც ქართულმა ბომბებმა შეიწირა. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის", _ აცხადებს ჯიოევი.