პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლება რობერტ სტურუას მისი გენიოსობის გამო ებრძვის. როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებას სტურუა იმიტომ არ სჭირდება, რადგან ის მონა არ გახდა.
"სტურუას მისი გენიოსობის გამო ებრძვიან. თუ ბრბო მრევლად არ გადაიქცა ამ დღეში ვიქნებით. როგორ შეიძლება ასეთი დონის რეჟისორის გათავისუფლება ერმა ხელისუფლებას აპატიოს? საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - განაცხადა რუსთაველის თეატრთან გამართულ აქციაზე ჩარკვიანმა.
მისი თქმით, სტურუას განცხადებებიდან ანტისომხური არცერთი არ ყოფილა.
"ეს მხოლოდ მიზეზია, რომელიც ხელისუფლებას სათქმელად სჭირდებოდა. მისი სპექტაკლების დაწუნება ადვილი არ არის, ის დაიწუნეს მისი გენიოსობის გამო", - აღნიშნა ჩარკვიანმა.