უშიშროების საბჭოს მდივანის, ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარმატებულად მიმდინარეობს.
"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარმატებულად ვითარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია საერთო ინტერესებს გამოხატავდეს. ეს საკითხი კი ნამდვილად საერთო ინტერესების საგანია და ამიტომაც პარტიის რაც უფრო მეტი წარმომადგენელი მიიღებს მის შემუშავებაში მონაწილეობას, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა ტყეშელაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ.
ტყეშელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სტარტეგიის შემუშავების პროცესში იმ პარტიების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატში ამ წუტებში საპარალმენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.Mმხარეები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებულ სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტს განიხილავენ.