"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ირაკლი ალასანია დღეს წყალტობოს რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა და სანატორიუმებში ჩასახლებული დევნილები მოინახულა.
" წყალტობოში ჩასახლებული დევნილები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ ემუქრებიან გასახლებით. სთავაზობენ ფოთში წასვალს, მაგრამ ფოთში წასვლა ამ ადამიანებისთის იგივეა, რომ მეორედ იქცნენ დევნილებად. მთავრია, რომ მათ იცოდნენ რა ელით ხვალ. მათი მომავალი უნდა განსაზღვროს პატრიოტმა ხალხმა, ეროვნულმა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებითვის ტექნიკურად ძალიან ადვილია დევნილების ერთი ადგილიდან მეორეში გადასახლებაზე გადაწყვეტილების მიღება. ისინი არ ითვალისწინებენ ამას რამდენი ადამიანური ტკვილი მოჰყვება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დევნილთა სამინისტროში და აფხაზეთის მთავრობაში რეალურად დევნილების ინტერესების დამცველი ადამიანები მსახურობდნენ და არა ადამიანები რომლებსაც მართლა ყინულის გული აქვთ," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ.