დღეს, 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა 2011 წლის ლიტერატურულ პრემია "საბას" ლაურეატთან, მწერალ თამაზ ექვთიმიშვილთან.
თამაზ ექვთიმიშვილი 1956 წელს დაიბადა. 1977 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა. პირველი მოთხრობა "ამპუტაცია" 1985 წელს დაწერა. მწერლის ნოველა "ერთხელ დავკალი მამალი" 6-ჯერ დაიბეჭდა, მათ შორის რუსულად და ბოლოს ბრაილის შრიფტით. გამოცემული აქვს რომანი "აქ, იმ ქალაქში". 2011 წლის "საბას" ჟიურიმ წლის საუკეთესო პიესად თამაზ ექვთიმიშვილის "პუანტები" დაასახელა.