რეჟისორ რობერტ სტურუას შოთა რუსთაველის სახლემწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნა დიდ მაესტროს პოლიტიკური დევნაა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სტურუას თანამდებობიდან მოხსნის შეფასებისას განუცხდა.
"ვფიქრობ ამ შემთხვევში სახლემწიფო მოხელეების მხირდან, ვგულისმობ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის კლასიკურ ნიმუშთან გვაქვს საქმე. ეს არის პირდაპირი ხასიათის დისკრიმინაციის განხორცილება საჯარო მოხელის მხრიდან კულტურის მუშაკზე", - აღნიშნა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ რობერტ სტურუას არც ქსენოფობიური განცხადებები გაუკეთებია და არც ამისთვის არ მოუხსნიათ.
ლორთქიფანიძის შეფასებით, სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება დაკავშირებულია ჯერ კიდევ 2008 წელს მის მიერ გაკეთებულ შემაშფოთებელ განცხადებებთან, რომელიც საზოგადოებაში შიშის სინდრომის დამკვიდრებას ეხებოდა.
"რა თქმა უნდა 2008 წელს სტურუას მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას, კერძოდ კი ამან პრეზიდენტის იმიჯზე ძალიან იმოქმედა და ბუნებრივია ხელისუფლებამ უკურეაქციის გარეშე არ დატოვა. ისინი ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის მიაჩნია, რომ ქართველი რეჟისორის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორცილდება და ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლების უხეშ ხელყოფას.
"ეს არის დიდი მაესტროს და იმ ადამიანის პოლიტკური დევნა, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო თავის უკვდავი თატრალური შედევრებით, როგორიც არის "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ მესმა" და "ლურჯა ცხენები წითელ ბალახზე" და სხვათაშორის ბოლო თეატრალური დადგმა 1983 წელს განხორცილდა და პირდაპირ იყო მიმართული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს დღესაც აქტულაურია, რადგან კომუნიზმი ნეობოლშევიზმით შეიცვალა", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რუსთვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ 9 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
მისნიტრის განცხადებით, ქართველი რეჟისორის განთავისუფლება მის მიერ სომხების მისამრთით გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებებს უკავშირდება. თავად სტურუას თქმით, კი მისი ნათქვამია ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა.
"მე რასისტი არ ვარ!", - აცხადებს სტურუა.