ვაშინგტონში დღეს ყველა ფედერალური დაწესებულება დაიხურა. ამის მიზეზი დედაქალაქში მოსული ძლიერი თოვლია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დღევანდელი დღისათვის პრესასთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა და ღონისძიება გადადო. ამავე დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი შეხვედრების გრაფიკი არ შეცვალა. თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ობამა ოვალურ კაბინეტში რეგულარულ საპრეზიდენტო მიმოხილვას მიიღებს. ამის შემდეგ კი ნაციონალური ეკონომიკური საბჭოს წევრებს შეხვდება. მოგვიანებით დაგეგმილია ობამას შეხვედრა თავის მრჩევლებთან. შემდეგ კი აშშ-ს პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
რამდნეიმე დღის წინ ვაშინგტონში მოსული ძლიერი სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ძლიერმა თოვლმა კოლუმბიის ოლქში პრაქტიკულად სრულიად მოახდინა ცხოვრების პარალიზება. ფედერალურ სტრასებზე და ქალაქის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა ძალიან გაძნელებულია. გაზრდილია ავარიების რიცხვი.
აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროსთან ამჟამად ძლიერი თოვა შემწყდარია. სტიქიამ ჩრდილოეთისკენ მასაჩუსეტსისა და როდ აილენდის შტატებისკენ გადაინაცვლა.
უამინდობის გამო გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. აშშ-ს აეროპორტებში გადაიდო ასობით რეისი. ელექტროენერგიის მიწოდება შემწყდარი აქვს ატასობის სახლსა და დაწესებულებას.
აშშ-ს ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვირჯინიისა და როდ აილენდის შტატებს შორის არსებულ ტერიტორიაზე თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია.
პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ქალაქის ისტორიაში თოვლის საფარის სიდიდის მხრივ მეორე რეკორდი დამყარდა. აქ თოვლის საფარმა 59,9 სანტიმეტრი შეადგინა.
შექმნილ საავტომობილო საცობებში მოსახლეობას დახმარების ლოდინი 27 საათის განმავლობაში მოუწია. მომავალი დღეების განმავლობაში ამინდის პროგნოზი აშშ-ში დამაიმედებელია. აქ მზეს და უდნავ ყინვას ელოდებიან.