თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოში თუთბერიძის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა.
2026 წლის 1 ივნისს ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ეხება პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით კანადაში ყოფნას. პოსტის კომენტარებში შოთა თუთბერიძემ დაწერა: "მანდაც დედის ტრ**ი უნდა გაგინონ, ნინიკო, თუ უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ და უცებ წამოხვალთ?"
საქმის წარმოება შსს-ის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ" დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს გულისხმობს.