დღეს, 16 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმის მერიის მხარდაჭერით და "არტ-ლაბორატორიის" ორგანიზებით, "ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი" ტურისტებისა და ადგილობრივი მაყურებლისთვის სიუპრიზს ამზადებს.
ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკალური აკომპანიმენტით (ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა) წარმოდგენილი იქნება იტალიელი კომედიოგრაფის, კარლო გოლდონის "სასეირო ოინი".
დამდგმელი ჯგუფი ორივე სპექტაკლის წარმდოგენისას იცავს კომედია დე ლ'არტეს ფორმას. სპექტაკლები გათამაშებული იქნება ზუსტად ისე, როგორც მე-18 საუკუნეში (დაცულია განათების, კოსტიუმების, სცენის, მხატვრობის ძირითადი სტილი). სპექტაკლებამდე ბათუმის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა თეატრალური მსვლელობა.
სპექტაკლის რეჟისორია ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, დრამატურგთა კონკურსში ორგზის გამარჯვებული ოთარ ქათამაძე, მხატვარი ალეკო შელია, ქორეოგრაფი ამირან მახარაძე. მუსიკას ცოცხლად ასრულებენ ქეთევან პაპავა და სალომე სურმანიძე. სპექტაკლში სულ 15-მდე ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს. პროექტის მენეჯერია მიხეილ გაბაიძე.
პროექტის ფარგლებში ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში წარმდოგენილი იქნება კომედია დე ლ'არტეს პრინციპებით (ქუჩის თეატრი) დადგმული სპექტაკლი "ოთხი ტანგო"
"არტ ლაბორატორიის" მიზანია ახალი მსახიობების აღმოჩენა და მათი ნიჭის რეალიზებისთვის ხელის შეწყობა.