საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას თქმით, 2008 წლის აგვისტოში ე. წ. სამხრეთ ოსეთში ომი საქართველომ დაიწყო.
"2008 წლის ომი ჩვენ დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, რამაც რუსეთის ჯარებს საშუალება მისცა, მას შემდეგ რაც რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ, მოვლენებში აქტიურად ჩართულიყო ", - განუცხადა სიგუამ სააგენტო "რია ნოვოსტის".
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა.