კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი წლის კომპოზიტორად დასახელდა. სიცილიაში, მუსიკალურ კონკურსზე "IBLA" სადაც ასზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ქართველი კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, კლასიკურ ჟანრში საუკეთესო ნაშრომის შექმნისათვის გრანპრის მფლობელი გახდა.
კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა კონკურსზე საფორტეპიანო ციკლი "ეთნომანია" წარადგინა, რომელიც 7 პიესისგან შედგება.
კონკურსი, რომელმაც ნომინანტები 2 აგვისტოს გამოავლინა, გრანპრის მფლობელებს მთელს მსოფლიოში პრომოუშენს გაუკეთებს.
ოთარ ტატიშვილის შემთხვევაში კონკურსის კომიტეტი მთელს მსოფლიოში ოთარ ტატიშვილს ტოკიოს მუნიციპალიტეტის დარბაზში, ლინკოლნი ცენტრში, ჩაიკოვსკის დიდ დარბაზში და კარნეგი ჰოლში, მისცემს შესაძლებლობას გამარჯვებული ნაწარმოები "ეთნომანია" პირადად შეასრულოს.