ედინბურგში Fringe ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს. თავისი არსებობის განვალობაში წლევანდელი ფესტივალი ყველაზე მასშტაბური გახდება. Fფესტივალის მიმდინარეობისას ედინბურგის სხვადასხვა მოედანზე 2,5 ათასზე მეტი წარმოდგენა გაიმართება, სადაც მონაწილეობას 21 ათასი შემსრულებელი მიიღებს.
ფესტივალ Fringe-ს პროგრამაში შესულია თეატრალური და საოპერო წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები, საბავშვო და ინტერაქტიური შოუ. მიმდინარე წელს გახსნა სპეციალური სექცია - კაბარე.
ფესტივალზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ როგორც ახალგაზრდა შემსრულებლები ასევე, ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. კერძოდ, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლი ბრიტანელი მსახიობის ჟულიან სენდსომის მონაწილეობით. მონოსპექტაკლში სენდსი წაიკითხავს ნაწყვეტებს დრამატურგ ჰაროლდ პინტერის ნაწარმოებიდან.
აგვისტოში შოტლანდიის დედაქალაქში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ედინბურგის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი რომელიც ერთერთი უმსხვილესია მსოფლიოში 29 აგვისტოს დაიხურება