ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თბილისისა და მოსკოვის შეთანხმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ რუსული მხარე კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ "როიტერთან" საუბარისას საქართველოს ელჩმა ეუთოში ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა..
"ამ დროისათვის არ შემიძლია ვთქვა, შედგება თუ არა შეთანხმება. ყველაფერი დამოკიდებულია რუსული მხარის კონსტრუქციულ წინადადებებზე", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ელჩის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თბილისი გარედან არანაირ ზეწოლას არ განიცდის.
"ჩვენ ვსაუბრობთ ვმო-ს წევრის სუვერენულ უფლებაზე გადაწყვიტოს საკითხები იმ ქვეყანასთან, რომელსაც სურს გახდეს ორგანიზაციის წევრი", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია წესებით თამაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს ვმო-ში გაწევრიანებაზე რამდენიმე წელია აწარმოებს.