"ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეები დავკარგეთ, რომლებსაც ვერ დავაბრუნებთ", _ ეს განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა იმის შესახებ, მისი აზრით ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა რუსეთ-საქართველოს ომში.
"ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეები დავკარგეთ, რომლებსაც ვერ დავაბრუნებთ. ყველაფერ დანარჩენს ეშველება. არ მიმაჩნია, რომ რუსეთმა ომი მოიგო, ვინაიდან რუსეთის იმიჯმა დეგრადაცია განიცადა. რუსეთი ამჟამად თავის თავის პოზიციონირებას საოკუპაციო ძალად ღიად ახდენს", _ აცხადებს იაკობაშვილი და აღნიშნავს რომ მისი აზრით, არც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიუღიათ დამოუკიდებლობა.
"ისინი კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდნენ. არც საქართველოა გამარჯვებული. მიმაჩნია, რომ მსგავსი სამხედრო ოპერაციები, სამხედრო მექანიზმები მიმართული იქითქენ რომ მიიღო კონტროლი მეზობელ ტერიტორიებზე - ეს რუსეთის მცდარი სტრატეგიაა. როგორც კი რუსეთი შეცვლის თავის პოლიტიკას ეს უკეთესი იქნება მთელი რეგიონისა და თავად ურსეთისათვის", _ აცხადებს თემურ იაკობაშვილი.