"სამი წლის წინ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ორგანიზების ყველა მონაწილე საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს", _ აცხადებს რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი.
"გვახსოვს და ვგლოვობთ აგრესიის მსხვერპლს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა მოაწყო. მიმაჩნია, რომ დამნაშავეები, ამ დანაშაულის ორგანიზატორები, მისი ხელისშემწყობები და შემსრულებლები განსასჯელის სკამზე უნდა დასხდნენ და საერთაშორისო ტრიბუნალით გასამართლდნენ", _ განაცხადა გრიზლოვმა.
მისი თქმით, "ქმედებები რომლებიც რუსეთმა აგრესიის საპასუხოდ განახორციელა ადეკვატური და საპასუხისმგებლოა. ამაში შეუძლებელია ვინმეს ეჭვი შეეპაროს. რუსეთის პოზიციის წყალობით, რომელიც დუმის ერთსულოვანი მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, დღეს რთულ რეგიონში ადამიანებს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება აქვთ", _ აცხადებს გრიზლოვი.