პრეზიდეტი სააკაშვილი - მთელი ქართველი ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ანომალია და პათოლოგიაა მთელი ქართველი ხალხის ფონზე, თან, ყველაფერთან ერთად იგი ცუდად არის აღზრდილი. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა მედევედევმა განაცხადა, ჩვენ ამ პერსონაჟთან ქართველი ხალხის ასოცირებას არ ვახდენთ და ჩვენ მზად ვართ, თავად მიხეილ სააკაშვილის გამოკლებით, განვავითაროთ კონტაქტი საქართველოსთან - საქმიანი, პრაგმატული, ურთიერთხელსაყრელი სხვა და სხვა სფეროებში", _ განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ქვეყნებს შორის არ შეწყვეტილა კავშირი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში."ჩვენ ასევე მზად ვართ განვავითაროთ ასევე სავაჭრო ურთიერთობები, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა და ყოველივე ეს რა თქმა უნდა არსებული ნორმებისა და წესების დაცვით უნდა მოხდეს, პოლიტიზაციის მცდელობების გარეშე", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"ადამიანთან, რომელმაც გასცა დამნაშავეობრივი ბრძანება მოეკლათ სამშვიდობოები, რომელმაც გასცა ბრძანება მოეკლათ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, ჩვენ არავითარი საქმე არ გვაქვს", _ აღნიშმავს სერგეი ლავროვი.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ლიდერი აგრძელებს "მოგონებას სულ ახალი და ახალი ზღაპრებისა აგრესიული პროპაგანდის სულისკვეთებით, რომელიც უკვე ცნობილია კაცობრიობისათვის, იმის შესახებ თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოში და ცდილობს ყოველივე თავდაყირა დააყენოს".
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის სახელმწიფოებიც კი, ვისი მოღვაწეები ოფიციალურად და გამუდმებით საუბრობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობაზე და საჯაროდ აკეთებენ განცხადბებს საქართველოს ახლანდელი რეჟიმის სიმპატიის შესახებ, კერძო საუნბრებში მშვენივრად ამჟღავნებენ იმას, რომ საგანს კარგად ფლობენ. მათ ყველაფერი იციან და მას რასაც ლაპარაკობენ იძულებით ლაპარაკობენ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ დასავლეთში არ არის არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი, რომელსაც არ ემოდეს თუ ვინ და როგორ გააკეთა ეს.