საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომმა სამმა წელიწადმა აჩვენა, რომ უკანონობის დასაკანონებლად სამხედრო ძალა საკმარისი არ არის.
"ამ სამმა წელმა აჩვენა ის, რომ მხოლოდ სამხედრო აგრესია, მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უკანონობის იურიდიული დაკანონება მოხდეს. მთელმა მსოფლიომ, აშშ-ის სენატის უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტების გადაწყვეტილებებმა აჩვენა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არასდროს არ მოხდება. შესაბამისად, ომში დაღუპულთა თავგანწირვა თავისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობისთვის ნამდვილად გამართლებულია", - განუცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 წელი გავიდა.