აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართველებს თავს დაესხნენ.
შემთხვევა წუხელ მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა 10-მდე მიკროავტობუსი დააკავეს, რომელშიც გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა იმყოფებოდა. ისინი ზუგდიდიდან ბრუნდებობდნენ. მგზავრებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.
დაკავებული მგზავრების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, ნაწილის ადგილსამყოფელი კი, ამ დრომდე უცნობია.