ნატო რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოითხოვს, რუსეთმა პატივისცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას," - განცხადება ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია "რასიას" გადაცემა "ვესტი სუბოტასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამასან, რასმუსენის განმარტებით, "უსაფრთხოების მიუხედავად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში ნატო-რუსეთმა უნდა ითანამშრომლოს".
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი მიმდინარე კვირას სამუშაო ვიზიტით მოსკოვს სტუმრობდა.