მსჯავრდებულთა შვებულებებში გასვლის პროცესში საზოგადოება ერთვება. კერძო კომპანია "მეგაფუდი" პირველია, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს #3 დაწესებულების მსჯავრდებულს თავდებში დაუდგა.
მსჯავრდებული, რომელიც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, 3 დღის განმავლობაში ოჯახთან ერთად იცხოვრებს, რის შემდეგაც დაწესებულებაში დაბრუნდება.
მსჯავრდებულის მხრიდან შვებულების პირობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა, 10 ათას ლარიანი ჯარიმა კომპანია "მეგაფუდ"-ს დაეკისრება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ "მეგაფუდის" მაგალითს სხვა კომპანიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც მიბაძავენ.